ჰანო პევკურის თქმით, ესტონეთი აპირებს გააგრძელოს თავდაცვითი ხაზის მშენებლობა რუსეთთან საზღვარზე

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ ესტონეთი აპირებს, გააგრძელოს თავდაცვითი ხაზის მშენებლობა რუსეთთან საზღვარზე, მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებისა, რომ ის არ აპირებს შეტევას პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე.

„ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გეგმებს მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა. გჯერათ თქვენ ვლადიმერ პუტინის მას შემდეგ, რაც მან თქვა და როგორც იქცეოდა წლების განმავლობაში?“ – აღნიშნა პევკურმა.

მისივე თქმით, ესტონეთი ზრდის მზადყოფნას და ეს არის ის, რაც ყველამ უნდა გააკეთოს.

მინისტრი ამბობს, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრეც უარყოფდა მსგავს გეგმებს.

მსგავსი თემები