ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 20 პირი, 1 კი მხილებულია. სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 1995 წელს დაბადებული გ.ჩ., 1995 წელს დაბადებული ს.ა. და წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული პ.ბ. დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 25 ვაზნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 2 პირი – 1980 წელს დაბადებული ა.მ. და 1988 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა…

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო. კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისიშეთანხმებით დაადასტურა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გრძელდება კონსულტაციები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის.მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. პარალელურად, აქტიურად გრძელდება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც სამხარაულის დასკვნის მიხედვით, მწვავე ავარიულია დაგადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული…

მეტი...

ექიმების აქცია 12:00 საათზე დაიწყება

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედ-პერსონალი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. ისინი 12:00 საათზე საავადმყოფოს ეზოში ისევ შეიკრიბებიან და შენობის ნგრევის გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ. ექიმები ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

მეტი...

ქურდობისთვის საქართველოს მოქალაეები დააკავეს

საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს პოლონეთში, რომლებიც მანქანების ნაწილებსა და ძვირფას ნივთებს იპარავდნენ. პოლონური მხარი ინფორმაციით, დაკავებულები მანქანების საბურავებს ნაგზრახ აზიანებდნენ, შემდეგ კი ძარცვავდნენ. მათ 8 წლამდე პატიმრობა ემუქებათ.

მეტი...

ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში

პრემიერ-მინისტრის შეცვლის შემდეგ, ცვლილებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც შეეხო. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის – ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლევან დავითაშვილის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ: მარიამ ქვრივიშვილი, გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე.  

მეტი...

მთავრობაში ცვლილებებია

თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ საკადრო ცვლილებები ორ სამინისტროში – თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა სამინისტროებში განხორციელდა. ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის – ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე გიორგი ხაინდრავა სერგო ჯანელიძემ ჩაანაცვლა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია დატოვა ლელა ჩიქოვანმა და მოადგილემ – გიორგი ბუბუნაურმა. ირაკლი ჩიქოვანის მოადგილეების პოსტებზე მუშაობას განაგრძობენ – დავით სუჯაშვილი და გრიგოლ გიორგაძე.

მეტი...