კარატისტი უტა ფონიავა ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონია

საქართველო, ისტორიაში პირველად, სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. იუნიორებში, 68 კგ წონით კატეგორიაში, კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ უტა ფონიავამ მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ქართველმა კარატისტმა ოქროს მედლისთვის შეხვედრა თურქ მუსტაფა ოგრაგლისთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

დღეს შეჯიბრებაზე ტიტულის დაცვას ევროპის კიდევ ერთი მოქმედი ჩემპიონი იკა სულამანიძე შეეცდება. ქართველი სპორტსმენი ბოსნია-ჰერცეგოვინას წარმომადგენელს, ბეხირ გრაბუსს, დაუპირისპირდება.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს უკვე ორი ოქრო აქვს მოპოვებული.

სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე 49 ქვეყნის 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს.

მსგავსი თემები