დაკავებულს, ვინც 4 ადამიანი მოკლა, პატიმრობა შეუფარდეს

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს, გიორგი ორველაშვილს და მის ძმას, გოგიტა ორველაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო. კერძოდ, ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრალდებული გიორგი ორველაშვილი ბაზარში ბიძამისთან მუშაობდა, მათ შორის კონფლიქტის გამო, ბიძამ ის სამსახურიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც დანაშაული მოხდა. რაც შეეხება თავად ბრალდებულს, როგორც ადვოკატი ამბობს, ის დანაშაულის მოტივებზე არ საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებულმა ბაზარში ცეცხლი გახსნა, რა დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა.

 

მსგავსი თემები