გორში ჯაჭვით დაბმული დათვი ნახეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარას ტყეში ჯაჭვით დაბმული დათვი ნახეს. ინფორმაციას ცხოველთა დამცველი თამუნა გოგალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ დათვი ბელობის დროსაა დაბმული. ამჟამად უკვე გაიზარდა და ესაჭიროება დახმარება.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

მსგავსი თემები