დაბა ბაკურიანში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი იყო

დაბა ბაკურიანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ღამით ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, სასტუმროში დამსვენებლები არ იმყოფებოდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებულნი. ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

მსგავსი თემები