„ღრმად შეშფოთებული ვარ რაფაჰში სამხედრო შეტევის პერსპექტივით” – დევიდ კემერონი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კემერონი ამბობს, რომ რაფაჰში ისრაელის მხრიდან შეტევის მოსალოდნელი დაწყების გამო ღრმად შეშფოთებულია:

„ღრმად შეშფოთებული ვარ რაფაჰში სამხედრო შეტევის პერსპექტივით – ღაზას მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავს აფარებს ამ ტერიტორიას. პრიორიტეტი უნდა იყოს ბრძოლის დაუყოვნებლივ შეჩერება დახმარების შესატანად და მძევლების გამოსაყვანად, შემდეგ კი პროგრესი მდგრადი, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისკენ” – დაწერა დევიდ კამერონმა X-ზე.

შეგახსენებთ, პრემიერმა თავის სამხედროებს დაავალა, რომ ქალაქიდან დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანის ევაკუაციისთვის მოემზადონ.

მსგავსი თემები