ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ერთმანეთს მემარჯვენე ცენტრისტი ალექსანდრ სტუბი და „მწვანეების“ კანდიდატი პეკა ჰაავისტო უპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ფინეთის მოსახლეობა 5,56 მილიონია და ქვეყანაში დაახლოებით 4,55 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული.

არჩევნებში კი ბოლო გამოკითხვით, ალექსანდრ სტუბი ლიდერობს. არჩევნების შედეგები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, არჩევნების პირველი ტური ფინეთში 28 იანვარს ჩატარდა.  ექსპრემიერმა, ალექსანდრ სტუბმა ამომრჩეველთა ხმების 27,2 პროცენტი მიიღო, ხოლო ჰაავისტოს ამომრჩეველთა 25,8%-მა მისცა ხმა.

მსგავსი თემები