„ვისაც სიმსივნე აქვს, იცის, რომ მსგავსი სურვილები ყველაზე დიდი კომფორტი და გამხნევებაა” – ჩარლზ III

სიმსივნის დიაგნოზის დასმის შემდეგ, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საჯაროდ პირველად გამოჩნდა და მხარდამჭერებს კარგი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა:

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავიხადო ყველამ იმ მხარდამჭერი შეტყობინებისა და კარგი სურვილებისთვის, რომელიც ამ დღეებში მივიღე. ყველამ, ვისაც სიმსივნე აქვს, იცის, რომ მსგავსი სურვილები ყველაზე დიდი კომფორტი და გამხნევებაა” – განაცხადა მეფე ჩარლზმა

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ ბრიტანეთის მონარქს სიმსივნის დიაგზონი დაუსვეს. უცნობია, დაავადების ფორმა და სტადია.

მსგავსი თემები