ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშება თბილისში

თბილისში ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს. სპორტის სასახლეში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს N1 მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ირანელ სპორტსმენს, ალი პაკდამანს, დაუპირისპირდა.

შეხვედრა ანგარიშით – 13:15 დათმო და ასპარეზობა მესამე საპრიზო ადგილით დაასრულა.

ტურნირის გამარჯვებული სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი არონ სილაგი გახდა.

მსგავსი თემები