იაპონია უკრაინის დასახმარებლად 106 მლნ დოლარს გამოყოფს

უკრაინული მედია იაპონურ გამოცემებზე დაყრდნობით წერს, რომ იაპონია უკრაინას ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის 15,8 მილიარდი იენის, ანუ 106 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას გადასცემს.

ამასთან, ცნობილია, რომ უკრაინა და იაპონი საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებსაც გეგმავს, რომელიც მიზნად იაპონური კომპანიების მონაწილეობას ისახავს რეკონსტრუქციის პროექტებში.

მედიის ინფორმაციით, გამოყოფილი 106 მილიონი დოლარი აღჭურვილობისა და დროებითი ხიდების უზრუნველსაყოფად გამოიყენებენ. იაპონია თანხებს სოფლის მეურნეობის გაფართოებისთვის, ჰუმანიტარული სიტუაციის გასაუმჯობესებლად, საინფორმაციო ტექნოლოგიებისთვის, ბიოტექნოლოგიისა და ინდუსტრიის გასაუმჯობესებლად, მმართველობისა და ანტიკორუფციული ზომების გასაძლიერებლადაც გამოყოფს.

მსგავსი თემები