გასულ დღეს, რუსებმა ხარკოვის ოლქის 22 დასახლება დაბომბეს

გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის 22 დასახლება დაბომბეს. დაფიქსირდა 46 აფეთქება. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

დაზიანებულია სახლები და სხვადასხვა შენობები.

ცნობილია, რომ მომხდარის შედეგად დაიღუპა 1 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა, სულ მცირე, 3 ადამიანი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები