ბაღდათში, სტიქიის შედეგად დაღუპული 4 ადამიანი დაკრძალეს

ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, სტიქიის შედეგად ერთი ოჯახის დაღუპული 4 წევრი – ტყუპი დები, ძმა და მამა საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ოჯახიდან დარჩა მხოლოდ დედა, რომელიც ემიგრანტი იყო, საქართველოში კი ტრაგედიის შემდეგ დაბრუნდა.

ცნობისთვის, ცხედრები დილიდან ბაღდათის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და ადგილზე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

შეგახსენებთ, სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს ჩამოწვა. მეწყერმა მოიყოლა 4 სახლი, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ამ დრომდე კლინიკაშია. 9 პირი კი სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა, მათ შორის არიან არასრულწლოვანებიც.

მსგავსი თემები