ორმა აქტივისტმა კლოდ მონეს ნახატს წვნიანი შეასხა

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში, ლიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ორმა აქტივისტმა კლოდ მონეს ნახატს, „გაზაფხული“ წვნიანი შეასხა.

აქტივისტები „საკვების კონტრშეტევის“ წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც მანამდე ლუვრის მუზეუმში ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას შეასხეს წვნიანი.

„ეს „გაზაფხული“ იქნება ერთადერთი, რაც დაგვრჩება, თუ რეაქცია არ გვექნება. რას დახატავენ ჩვენი მომავალი მხატვრები? რაზე ვიოცნებებთ, თუ გაზაფხული აღარ იქნება?“ – განაცხადეს აქტივისტებმა.

უცნობია, რამდენად დაზიანდა ნახატი. ორივე აქტივისტი კი უკვე დაკავებულია.

მსგავსი თემები