„თავდასხმას ნატოზე მოჰყვება ძლიერი პასუხი“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი ყველას აფრთხილებს, რომ ნატოზე ნებისმიერი სახის თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება. როგორც იენს სტოლტენბერგი განმარტავს, ნებისმიერ თავდასხმას ნატო-ზე მოჰყვება ერთიანი და ძლიერი პასუხი.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადება პასუხია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა, რომელიც აცხადებს, რომ მოკავშირეებს, რომლებიც, არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს.

„ნებისმიერი წინადადება იმის შესახებ, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის, რისკის ქვეშ აყენებს ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს“ –  აცხადებს  სტოლტენბერგი.

 

მსგავსი თემები