ტიბეტი – დალაი ლამას სასახლეები (ფოტორეპორტაჟი)

ტიბეტი ძირითადად ბუდისტური ტერიტორიაა, რომელიც ცნობილია როგორც “მსოფლიოს სახურავი“ და ის იმართება როგორც ჩინეთის ავტონომიური რეგიონი. მას მეტსახელად “მესამე პოლუსს” უწოდებენ, რადგანაც წყლისა და ყინულის სიდიდით მოფლიოში არქტიკისა და ანტარქტიდის შემდეგ მოდის. ტიბეტში უცხოელების მოგზაურობა შეზღუდული იყო.

სიმაღლე 3700 მეტრი. პოტალას სასახლე მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასახლეა. ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალშია შეტანილი ჯოხანგის ტაძართან ერთად. პოტალას სასახლე ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა მთელ ტიბეტში.

ტიბეტელები  საათის ისრის მიმართულებით დადიან პოტალას სასახლის გარშემო და ლოცვებს კითხულობენ. პოტალას სასახლე აშენდა 130 მეტრის სიმაღლეზე ბორცვზე.

ბორცვიდან იშლება ულამაზესი ხედი მთელ ქალაქ ლასაზე. უძველესი ლეგენდების თანახმად, ბორცვზე არის რამდენიმე წმინდა გამოქვაბული.

აქვეა თეთრი სასახლე, რომლის მშენებლობა 1645 წელს დაიწყო და მეხუთე დალაი ლამა იქ გადავიდა მონასტრიდან. შემდეგ აშენდა წითელი სასახლე.  მეხუთე დალაი როცა გარდაიცავალა, 1682 წელს, მისი სიკვდილი იმალებოდა წითელი სასახლის დასრულებამდე – 12 წლის განმავლობაში. მისი გარდაცვალების შესახებ არ იყო ცნობილი, სანამ არ დაკრძალეს ახლად აშენებულ წითელ სასახლეში.

მას შემდეგ, რაც მეხუთე დალაი ლამა პირველად გადავიდა პოტალაში, სასახლე გახდა ყველა დალაი ლამას მთავარი რეზიდენცია. ამავდროულად, იგი გახდა ტიბეტის მთავრობის ადგილი, რელიგიური სკოლა და მნიშვნელოვანი პილიგრიმობის ადგილი, რადგან იქ იყო დალაი ლამას სამარხები.

ყველა მომდევნო დალაი ლამა  პოტალას სასახლეს ზამთრის რეზიდენციად იყენებდა. ზაფხულს კი ნორბულინგკაში.

მეცამეტე დალაი ლამამ კი განაახლა პოტალას სასახლე, დაამატა რამდენიმე ოთახი თეთრ სასახლეს და რამდენიმე სამლოცველო წითელ სასახლეს.

პოტალას სასახლის უკან დიდი ტბას მდებარეობს, სადაც  მრავალი ფრინველი ბინადრობს. პატარა თაღოვანი ხიდს მიღმა კი პატარა ლუგანგის ტაძარია.  ტაძარს  ბერები უვლიან.

ეკა გულუა ტიბეტიდან

 

დალაი ლამას სასახლეში 3 000 კილოზე მეტი სუფთა ოქროა გამოყენებული – რეპორტაჟი ტიბეტიდან

მსგავსი თემები