კახეთში, თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. კაცმა მასთან საცხოვრებელ სახლში მისულ თანასოფლელს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.

მსგავსი თემები