საქართველოში 1.563 მლნ ერთეული ავტომობილია რეგისტრირებული, რომლის 87.9%-იც 10 წელზე ძველია. ამის შესახებ ინფორმაციას BMG ავრცელებს.
ცნობისთვის, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში შემზღუდავი ნორმა ამოქმედდება, რომლის შედეგადაც, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება.
გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, ისევე როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოსულ ავტომანქანებს.