აფხაზები საქართველოს მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ – ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

„დეფაქტო პრეზიდენტი მოსკოვიდან ჩამოვიდა ცარიელი ხელებით, ისინი რუსეთისგან ითხოვენ ფულს და ელექტრო – ენერგიას, ამ წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები აფხაზეთისთვის მიწოდებული არაა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა.

გამახარიას ინფორმაციით აფხაზებმა რუსეთისგან დაფინანსებაზე უარი მიიღეს, იგი იმ შეთავაზებაზე საუბრობს, რასაც ქართული ხელისუფლება აფხაზებს მოქალაქეობის მიღების წესთან დაკავშირებით სთავაზობს. ჯემალ გამახარიას ინფორმაციით ქართულმა მხარემ პროცედურები გაამარტივა.

„მათ დაფინანსების გაზრდაზე მიიღეს უარი, ამ წლის დაფინანსების კი მიიღეს ძალიან მცირე ნაწილი და აფხაზეთი დარჩენილია ფაქტობრივად ბიუჯეტის გარეშე.

როგორც აფხაზები ღებულობენ რუსეთის მოქალაქეობას, ისე რუსეთს უნდა მიიღოს გამარტივებული წესით აფხაზეთის მოქალაქეობა, რუსეთი ასევე ულტიმატუმის წესით ითხოვს უძრავი ქონების რეგისტრაციის უფლებას.

ელექტრო ენერგიის კუთხით შესაძლოა დაეხმაროს, მაგრამ, რასაც აღადგენს უნდა გადავიდეს მისსავე საკუთრებაში.ჩვენ კი გვაქვს სამი ძირითადი შეთავაზება მოქალაქეობის მაძიებელი ადამიანებისთვის: რუსეთის მოქალაქეობა მას არ ჩაეთვალოს უცხო ქვეყნის მოქალაქეობაში, რაც მათ გაუადვილებს მოქალაქეობის მიღებას, შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებმა საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღონ არა ნატურალიზაციით, არამედ დაბადებით, რაც აადვილებს მთელ რიგ პროცედურებს, საქართველოს კანონი მოქალაქეობის შესახებ ითვალისწინებს გამონაკლისების წესით მოქალაქეობის მიღებას, აქ აქცენტია ქართული ენისა და ისტორიის ცოდნაზე, ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით აფხაზური ენა გახლავთ სახელმწიფო ენა აფხაზეთში, ამიტომ აფხაზებს შეუძლიათ გამოცდა ჩააბარონ აფხაზურ ენაზე, რათა მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა.“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გაოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები