,,სემეკის გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ჩამოეწერათ  უსაფუძვლოდ დარიცხული, ასევე, ხანდაზმული დავალიანებები, ჯამში – 700 ათას ლარამდე”- დავით ნარმანია ”მედიაცენტრ მთავარში”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა.

მისი თქმით, 2023 წლის განმავლობაში სემეკის გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ჩამოეწერათ კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული, ასევე, ხანდაზმული დავალიანებები, ჯამში – 700 ათას ლარამდე. ამასთანავე, სხვადასხვა მომსახურების სტანდარტის დარღვევის გამო, სემეკის გადაწყვეტილებებით კომპანიებმა მომხმარებლებზე ჯამში 330 ათასი ლარის კომპენსაცია გასცეს.

„მოქალაქეები აქტიურად სარგებლობენ სემეკის მიერ შეთავაზებული გამარტივებული კომუნალური მომსახურებებით. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იუსტიციის სახლში გადატანილი კომუნალური სერვისებით სარგებლობის მაჩვენებელი. გარდა ამისა, გაიზარდა დისტანციური მომსახურების მაჩვენებლებიც, მაგალითისთვის, 2023 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტმა უნიკალურმა მომხმარებელმა ისარგებლა *303#-ის სერვისით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ ”მედიაცენტრ მთავარში”.

ამ ეტაპზე, ელექტრო ენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების გაზრდას კომისია არ გეგმავს – დავით ნარმანია ”მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები