აშშ არ კარნახობს ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს – ლოიდ ოსტინი

აშშ არ კარნახობს ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.

„მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ ისრაელს ვუკარნახო ვადები ან პირობები ოპერაციისთვის“, – აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის თავის დაცვის უფლებისადმი ძალიან მყარია. მან დაადასტურა, რომ აშშ გააგრძელებს ისრაელელი სამხედროებისთვის იარაღის მიწოდებას და მათ მოუწოდა, შეამცირონ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი.

 

მსგავსი თემები