ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა.
ვულკანი ქალაქ გრინდავიკიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 3 კილომეტრში, 18 დეკემბერს ღამით ამოიფრქვა (ადგილობრივი დროით 22:17 საათზე). ვულკანის ნაპრალი დაახლოებით 3,5 კილომეტრია, ლავის დინების სიჩქარე კი – წამში 100-200 მ³.
ახლომდებარე ქალაქ გრინდავიკიდან 4 000-მდე ადამიანია ევაკუირებული.