თეთრი სახლი ამ თვეში კიევისთვის დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, მაგრამ ამის შემდეგ თანხა ამოიწურება – კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ს დეკემბერში უკრაინის დასაფინანსებლად თანხები ამოეწურება, თუ კონგრესი არ იმოქმედებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაუდებელი დამატებითი ხარჯების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელიც კვირების განმავლობაში შეჩერებულია.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს გამოაცხადოს უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი ამ თვეში, მაგრამ ამის შემდეგ დაფინანსება შეწყდება.

“როცა ეს გაკეთდება… ჩვენ აღარ გვექნება შევსების უფლებამოსილება. და ჩვენ გვჭირდება კონგრესი, რომ იმოქმედოს დაუყოვნებლად”,- განაცხადა კირბიმ.

მსგავსი თემები