ჩინეთში, განსუს და ქინგჰაის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 118-მდე გაიზარდა.
მიწისძვრის შედეგად 266 ადამიანი დაშავდა. 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
დაზიანდა 5 000-ზე მეტი სახლი.
ცნობისთვის, ჩინეთში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს, გამთენიისას მოხდა.