,,ზელენსკის მარჯვენა ხელი ანდრეი ერმაკი ომით განადგურებულ უკრაინას ოლიგარქებს გადასცემს?”- ”ბიზნეს ინსაიდერი”

რეალურად გავლენიანი მოთამაშე უკრაინაში. ზელენსკის მარჯვენა ხელი ანდრეი ერმაკი ომით განადგურებულ უკრაინას ოლიგარქებს გადასცემს?, – ამ სათაურით სტატიას „ბიზნეს ინსაიდერი“ აქვეყნებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში საერთაშორისო ეკონომიკური საკითხების მაღალჩინოსანმა, მაიკ პაილმა მის უკრაინელ კოლეგებს ოთხგვერდიანი სამუშაო პროექტი გაუგზავნა, სადაც რეფორმებია ჩამოთვილი, რომლის შესრულებაც თეთრ სახლს სურს უკრაინისგან, რის სანაცვლოდაც უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას გააგრძელებენ.

„ბიზნეს ინსაიდერთან“ საუბრისას უკრაინის ანტიკორუფციული კოალიციის წარმომადგენელი დარია კალენიუკი აცხადებს, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის შემოჭრის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა იმ ოლიგარქებისგან გათვისუფლდა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს გაჩნდნენ უკრაინაში. „მაგრამ ამის სანაცვლოდ, ანდრეი ერმაკი, რომელსაც ძალაუფლებით მოწამლულ ადამიანად მოიხსენიებს, ოლიგარქიის ახალ სისტემას ქმნის, რის სათავეშიც თავადაა“, – აცხადებს კალენიუკი.

„ბიზნეს ინსაიდერის” ინფორმაციით,  თავად ერმაკი უარყობს ბრალდებებს, თითქოს პრეზიდენტის ოფისს იყენებს უკრაინის ძარცვისთვის.

„გამძაფრებული ნაციონალისტური ვნებების პირობებში ზოგი უარს ამბობს, ილაპარაკოს უკრაინის ოკუპანტის ენაზე. თუმცა, ერმაკი და ზელენსკი ერთმანეთს რუსულად ელაპარაკებიან“, – უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი ამბობს არესტოვიჩი და ასევე აცხადებს, რომ ერმაკისა და მისი ადმინისტრაციის ქცევისა და მენეჯმენტის მოდელი სრულიად რუსულია. „ისინი ყველა ადამიანს ჭადრაკის ფიგურებად მიიჩნევენ“, – აცხადებს არესტოვიჩი.

მსგავსი თემები