,,ბევრი მიდიოდა ვითომ სამუშაოდ, მაგალითად, და მერე ქრებოდა, ხან სხვა ქვეყანაში ვპოულობდით, ხან იყო ქურდობა”- ვახტანგ გომელაური

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, ხელი მოეწერა მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტნგ გომელაურის განცხადებით, პროექტში აღნიშნულია, რომ მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანით ვაჭრობით, ტრეფიკინგის, დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას.

მისივე თქმით, დეპორტაცია არ შეეხება ისეთ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში ლეგალურად მუშაობენ, ან  ისეთი პრობლემა აქვთ, რომლის მკურნალობაც საქართველოში ვერ ხერხდება.

,,ბევრი მიდიოდა ვითომ სამუშაოდ, მაგალითად, და მერე ქრებოდა, ხან სხვა ქვეყანაში ვპოულობდით, ხან იყო ქურდობა, სამწუხაროდ, გვინდა თუ არ გვინდა ეს ხდება. ამაზეა საუბარი, თორემ, ადამიანი რომელიც მუშაობს იქ პატიოსნად და ოფიციალურად გაფორმებულია, პრობლემა არ შეექმნება არანაირი. მკურნალობაზეც კიდევ ხაზს ვუსვამ, თუ რაღაც ისეთია, რომელიც ჩვენთან ვერ კეთდება და იქ კეთდება, არ იქნება არანაირი საუბარი მისი გამოძევების, მაგრამ კიდევ ვიძახი, თუ შეუძლია რომ აქ რაღაც ოპერაცია გაიკეთოს, რომელიც საქართველოშიც კეთდება ჩვეულებრივად და არა მე ახლა მაინც და მაინც მინდა გერმანიაში, ან ამერიკაში, დაარღვია, ვადა გადავიდა, თორემ ვინც მკურნალობს და იქ არის წლები ვთქვათ ისეთი დაავადებით, რომელიც აქ არ იკურნება, იმას არავინ შეეხება”, – განაცხადა ვახტან გომელაურმა.

მსგავსი თემები