მიწისძვრა ჩინეთში – დაიღუპა სულ მცირე 116 ადამიანი 19.12.2023 მედიაცენტრი მთავარი ჩინეთში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრას სულ მცირე, 116 ადამიანი ემსხვერპლა. მიწისძვრის ეპიცენტრი განსუს პროვინციაში იყო. მიწისძვრის შედეგად, დაშავდა 186 ადამიანი, ხოლო დაზიანებულია 4 782 სახლი. ადგილზე ათასობით მაშველია მობილიზებული.