ორბანის თქმით, უკრაინისთვის ევროკავშირის დამატებითი დახმარების გამოყოფის საკითხს ვეტო დაადო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება დაბლოკა.

„ღამის შეჯამება: ვეტო უკრაინას დამატებით ფულზე, ვეტო მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს მიმოხილვაზე. საკითხს მომავალ წელს ევროპის საბჭოში სათანადო მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები