,,გილოცავთ ყველა ქართველს! შეერთებული შტატები თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები და – მაშასადამე ევროპელები”- რობინ დანიგანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი  საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ამ გზაზე მხარს გვიჭერდა და კვლავ გააგრძელებს მხარდაჭერას.

,,გილოცავთ ყველა ქართველს! დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შეერთებული შტატები დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპული ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ერთგულებას. შეერთებული შტატები თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები და – მაშასადამე ევროპელები. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს გიჭერდათ ამ გზაზე და ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ!” – აცხადებს ელჩი ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები