ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს ისტორიულ ნაბიჯს – მეთიუ მილერი

მივესალმებით ევროპული საბჭოს კენჭისყრას, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას ითვალისწინებს და ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას ამ ისტორიულ ნაბიჯს – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეტიუ მილერი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

,,ჩვენ მივესალმებით ევროპული საბჭოს კენჭისყრას, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას ითვალისწინებს და ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას ამ ისტორიულ ნაბიჯს, რომელიც ქვეყნებმა ევროკავშირში წევრობისკენ სწრაფვის გზაზე გადადგეს. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს გაფართოებას და პოტენციურ კანდიდატებს მათ ევროკავშირისკენ სწრაფვის გზაზე”,- წერს მილერი.

მსგავსი თემები