ვულოცავთ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს – უკრაინის საელჩო

უკრაინის საელჩო საქართველოს  ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს.  როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

„ვულოცავთ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს. ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნების ცხოვრებაში. უკრაინის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. პატივი და დიდება გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის. მადლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირიდან მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები