„გილოცავ, საქართველო, თქვენი მომავალი ევროპაშია”- ნიდერლანდების ელჩი

ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი საქართველოს  ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს.  როგორც ელჩი ვიდეომიმართვაში მელინე არაკელიანი აცხადებს, საქართველოს მომავალი ევროპაშია.

„გილოცავ, საქართველო. ევროპის კავშირმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, გზავნილია საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ჩვენ თქვენი ხმა გავიგონეთ და მივესალმებით თქვენს სწრაფვას, შეუერთდეთ ევროპულ ოჯახს. თქვენი მომავალი ევროპაშია. ევროკავშირის გადაწყვეტილება ძლიერი სტიმულია საქართველოსთვის, გააგრძელოს რეფორმები, ცხადად წარმოაჩინოს ევროპული ფასეულობებისადმი ერთგულება და ინკლუზიური, ერთიანი გზით შეასრულოს ევროკომისიის მიერ დადგენილი პირობები, რათა კიდევ უფრო წინ წაიწიოს ევროკავშირის მომავალი წევრობისკენ. ნიდერლანდები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ამ გზაზე“, – აცხადებს ელჩი ვიდეომიმართვაში, სადაც ის ქართულად საუბრობს.

მსგავსი თემები