იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საქნციებს აფართოებს

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საქნციებს აფართოებს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, სანქცირებულნი არიან პირები, ორგანიზაციები და ფირმები რუსეთიდან და კიდევ 5 სხვა ქვეყნიდან.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში შედიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტატიანა შევცოვა, ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა, მოსკოვის რეგიონის ბავშვთა ომბუდსმენი ქსენია მიშონოვა და 32 სხვა რუსი სამოქალაქო და სამხედრო მოღვაწე, ასევე რუსული სამხედრო ინდუსტრიის 43 კვლევითი და წარმოების კომპანია.

ამასთან, იაპონიამ სანქციები დაუწესა 16 პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ ყირიმის ანექსიასა და დონბასში ომის დაწყებაში. სანქცირებულია ორი პირი, რომლებიც მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებისა და 298 ადამიანის მკვლელობის საქმეში მონაწილეობდნენ.

ყველა ამ ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ სანქციები მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.

ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონია უერთდება დასავლეთის ქვეყნებს 1 იანვრიდან რუსული არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტზე ემბარგოს დაწესებაში.

მსგავსი თემები