,,ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის”- ზელენსკი

,,ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის”, – ამის შესახებუკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.

,,ტელეფონით  ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს. ვულოცავ მას და ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან  გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მოხარული ვარ, რომ მივიღე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მილოცვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის.” – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები