,,ავსტრია თქვენს გვერდით დგას და ზეიმობს!”- ავსტრიის საელჩო

ავსტრიის საელჩო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ულოცავს. როგორც  განცხადებაშია ნათქვამი, ავსტრია საქართველოს გვერდით დგას და ზეიმობს.

,,გუშინ ისტორიული დღე იყო: ევროპულმა საბჭოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ავსტრია თქვენს გვერდით დგას და ზეიმობს! შემდეგი ეტაპი: ევროპული კომისიის 9 რეკომენდაციის შესრულება. წარმატებას და ძალას გისურვებთ! ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები