პრემიერის მიპატიჟებას საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტიც უერთდება

15 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ, დიდი ზეიმია. საზეიმო ღონისძიება საქართველოს პრემიერმა დააანონსა და ყველა მიიწვია. მიწვევას საქართველოს პრეზიდენტიც უერთდება.

“პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი. მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შემოუერთდეთ. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, რადგან ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მზად ვარ, ყველაფერში მივიღო მონაწილეობა. თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები. ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არაა უკანასკნელი დღე. ამით იწყება საქართველოს მომავალი, დიდებული მომავალი, ევროპული მომავალი და ამას გილოცავთ ყველას“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები