ზელენსკის განცხადებით, ევროპამ საკუთარი ღირებულებები და ერთიანობა გაბედულად უნდა დაიცვას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა. ზელენსკის განცხადებით, ევროპამ გაბედულად უნდა დაიცვას საკუთარი ღირებულებები და ერთიანობა.

„დღევანდელი საუბრისას, ევროკავშირის სამიტის წინ, პოზიციების კოორდინირება მოვახდინეთ. მე კიდევ ერთხელ გამოვხატე მადლიერება უკრაინის მიერ ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულების დადებითი შეფასებისთვის. იმედი გვაქვს, რომ სამიტზე იქნება მიღებული დადებითი გადაწყვეტილება უკრაინის ფინანსურის მხარდაჭერისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი თემები