,,არსებული პოლიტიკური პარტიები არ გამოხატავენ საზოგადოების ინტერესებს” – ნიკა მელია

,,არსებული პოლიტიკური პარტიები არ გამოხატავენ საზოგადოების ინტერესებს”. ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა და NDI-ის კვლევეს შედეგებს გამოეხმაურა.

,,საზოგადოების დიდ ნაწილს, დაკარგული აქვს ნდობა არსებული პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. არსებული პოლიტიკური პარტიები არ გამოხატავენ მათ ინტერესებს. რატომ? ამას აქვს კონკრეტული მიზეზი. ვინაიდან, არც თუ ისე მცირე ნაწილმა ოპოზიციური პარტიებისა, მიიღო მანკიერი თამაშის წესები ბიძინა ივანიშვილის დაწესებული სტანდარტებიდან და ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და საკუთარი თავი გააიგივა ბევრ ოპოზიციურ პარტიასთან. საზოგადოებას საკმარისია გაესაუბრო ქუჩაში, სხვადასხვა ქალაქში, ვინც დაგიდასტურებს, რომ ფული პოლიტიკაში მათ არ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ, ხალხის ინტერესი ასახოს პოლიტიკოსმა და პოლიტიკოსთა ჯგუფებმა”, – ამბობს ნიკა მელია.

მსგავსი თემები