სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს შეხვდა

ჩეხური მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღის სასახლეში მიიღო.  ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს სურს,  ევროპული საბჭოს სხდომამდე მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს.

როგორც ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ,  სალომე ზურაბიშვილს განიხილავენ პოლიტიკოსად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროპული ღირებულებების წინ წაწევაში.

მედიის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში სამხედრო პატივით დახვდნენ.

მედიის ცნობითვე, დაგეგმილია ორი ქვეყნის ლიდერის ორმხრივი მოლაპარაკებები, სადაც განიხილება საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაწეული ძალისხმევა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგები და სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში.

მსგავსი თემები