გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია – NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს – 47%-მა განაცხადა, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. 19%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა. 13%-მა უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე. 6%-მა არ იცის. „ნაციონალური მოძრაობა“ გამოკითხულთა 4%-მა დაასახელა, სხვა პარტიები ერთად კი გამოკითხულთა 12 %-მა.

კვლევაში წერია, რომ მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

კვლევის თანახმად, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

NDI-ის კვლევის მიხედვით, უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.

კვლევაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ახალგაზრდებში შედარებით დაბალია. მეტი მოქალაქე ფიქრობს, რომ ქალი და კაცი პოლიტიკოსები მათ ინტერესებს თანაბრად წარმოადგენენ.

მსგავსი თემები