„ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა”- ბაჩო დოლიძე

ბაჩო დოლიძის გაბცხადებით, პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. მისი თქმით, შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც განსხვავებული და სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი.

„ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა. წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ ნამდვილად ითამაშა თავისი როლი. შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც ახალი პოლიტიკის, განსხვავებული და სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი. ახალი ხალხის ახალი ხედვა და პოლიტიკოსების დაგროვებული გამოცდილება მოგვიტანს შედეგს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივიღებთ. ეს შედეგი იქნება ახალი, ეკონომიკურად მდგრადი, დეპოლარიზებული საქართველო. იქნება პოლიტიკური პარტია, სადაც ჩვენ ძალიან ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ, ასევე იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსები“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მსგავსი თემები