გამოკითხულთა უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს – NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდნენ პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხულთა 29 პროცენტი დადებითად აფასებს, 37 პროცენტი საშუალოდ აფასებს. პრემიერ-მინისტრის საქმიანობას უარყოფითად აფასებს 26 პროცენტი.

გამოკითხულთა შვიდი პროცენტი პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო ერთი პროცენტი უარს ამბობს პასუხის გაცემაზე.

კვლევაში ნათქვამია, რომ თბილისელები, ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები პრემიერს ოდნავ უფრო კრიტიკულად აფასებენ.

მსგავსი თემები