აშშ-ში, ზელენსკის ვიზიტის პარალელურად, ორბანიც ჩადის

უკრაინის პრეზიდენტი უკვე შეერთებულ შტატებშია და ხვალ თეთრ სახლში მას დასავლური სამყაროს ლიდერი უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენის მოწოდების მიუხედავად კონგრესმა უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი დახმარების პაკეტი დაბლოკა.

ვაშინგტონში ჩადის უნგრეთის პრემიერმინისტრიც. ვიქტორ ორბანს საპირისპირო მიზანი აქვს. საჯარო მუქარის შემდეგ პუტინის ევროპელი მოკავშირე ცდილობს დაარწმუნოს ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომ შეწყვიტონ რუსეთის წინააღმდეგ ომის დაფინანსება. ეს იქნება ერთი-ერთი ბოლო მოლაპარაკებები ამერიკის დედაქალაქში, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავს ომის მსვლელობისა და დასავლური სამყაროს პოლიტიკის ვექტორსაც.

მსგავსი თემები