შვედეთი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 133 მლნ დოლარს გამოყოფს

შვედეთი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 133 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ულფ კრისტერსონმა და საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იოჰან ფორსელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

არსებული ინფორმაციით, ეს თანხა ენერგომომარაგების სისტემების, გათბობის, კვების, საცხოვრებლისა და ჯანდაცვის მხარდასაჭერას მოხმარდება.

მსგავსი თემები