მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ დასაქმებულია – NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ დასაქმებულია. კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას, პასუხები ასეთია: დასაქმებულია – 44 პროცენტი, დაუსაქმებელია – 15 პროცენტი, სხვა – 41 პროცენტი.

კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობა, 35-54 ასაკობრივი ჯგუფი და კაცები უფრო მეტად ამბობენ, რომ დასაქმებულები არიან.

გამოკითხვის  თანახმად, მათი თითქმის ნახევარი, ვინც ამბობს, რომ უმუშევარია, სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს, ან ვერ შოულობს სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურებით.

გამოკითხულთა 42 პროცენტი ამბობს, რომ სამსახურს ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. 20 პროცენტი ამბობს, რომ არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, 18 პროცენტი ამბობს, რომ ეძებს სამსახურს, მაგრამ ვერ იპოვა შესაბამისი ანაზღაურებით.

 

მსგავსი თემები