იურიდიულმა კომიტეტმა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაუქმებას მხარი დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაუქმებას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, 2024 წლის პირველი ივლისიდან გაუქმდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები, რომლებსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ არაელექტრონული პირადობის მოწმობების სანაცვლოდ გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.

მსგავსი თემები