ირაკლი ლექვინაძემ საფრანგეთში OECD-ის კონკურენციის 22-ე გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე  ეკონომიკური  თანამშრომლობისა  და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიწვევით, საფრანგეთის ქ.პარიზში,  კონკურენციის შესახებ გამართულ რიგით 22-ე გლობალურ ფორუმზე მოხსენებით წარსდგა.

ირაკლი ლექვინაძემ, პანელურ სესიაზე, საქართველოში კონცენტრაციების კონტროლის, მისი აღსრულების მექანიზმებისა და კარტელებში ეკონომიკური ანალიზის გამოყენების მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა.

კონკურენციის გლობალურ ფორუმს ხელმძღვანელობდნენ: OECD-ის გენერალური მდივნი, მათიას კორმანი,  OECD-ის  კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრედერიკ ჯენი და სხვები. ღონისძიებაში 100-ზე მეტი ქვეყნის კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი პირი, საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დღის წესრიგის თანახმად, გაფართოებული დიალოგის ფორმატში,  მთავარი განხილვის საგანს   – კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, საერთაშორისო პრაქტიკის, ტენდენციების, მიღებული შედეგების, გამოწვევის გაზიარება  და სამომავლო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა წარმოადგენდა. მათ შორის, სამუშაო შეხვედრების ფორმატში, მონაწილეებმა მიმოიხილეს – თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული შესაძლებლობები, კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების დროს მისი გამოვლენისა და აღკვეთის მეთოდები, კონცენტრაციების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები და ა.შ.

საფრანგეთში გამართულ კონკურენციის გლობალურ ფორუმს ასევე ესწრებოდა – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანტიდემპინგურ ღონისძიების  დეპარტამენტის უფროსი, ნიკა სერგია.

მსგავსი თემები