უკრაინას მომავალი არ აქვს, ხოლო რუსეთს აქვს – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინას მომავალი არ აქვს, ხოლო რუსეთს აქვს. ამის შესახებ პუტინმა ჯარისკაცებთან არაფორმალური შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენი მრეწველობა ვითარდება, ძალას იკრებს. მათ იციან, რომ მარაგი ეწურებათ. არ აქვთ საკუთარი ბაზა და, როდესაც არ გაქვს საკუთარი ბაზა, იდეოლოგიაც არაა საკუთარი, არც ინდუსტრია, არც ფული. არაფერი არ აქვთ საკუთარი, შესაბამისად – არ აქვთ მომავალი, მაგრამ ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა პუტინმა.

 

მსგავსი თემები