მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი – NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 54 პროცენტმა განაცხადა, რომ კარგად აფასებს მთავრობის საქმიანობას, ცუდად გამოკითხულთა 38-მა პროცენტმა უპასუხა. არ ვიცი – განაცხადა გამოკითხულთა ექვსმა პროცენტმა, ხოლო უარი პასუხზე თქვა ორმა პროცენტმა.

კვლევაში ნათქვამი, მიმდინარე წლის მარტის თვეში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, დადებითობის მაჩვენებელი 11 პროცენტითაა გაზრდილი, ხოლო უარყოფითი მაჩვენებელი ხუთი პროცენტით შემცირდა.

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება.

 

მსგავსი თემები