გერმანია უკრაინაში ომის „გაყინვის“ წინააღმდეგია – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანია უკრაინაში ომის „გაყინვის“ წინააღმდეგია.

მისი თქმით, „კონფლიქტის გაყინვა გამოიწვევს უკრაინის მიერ სუვერენიტეტის დაკარგვას და ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების შენარჩუნებას“.

ანალენა ბერბოკის განცხადებით,  პუტინის მიუთითებს, რომ რუსეთი არა მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის, არამედ მთელი უკრაინისა და მისი ხალხის დაქვემდებარებას ცდილობს.

„ამიტომ კონფლიქტის გაყინვა იქნებოდა  უკრაინის მხრიდან უარის თქმა არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ რუსეთის მხრიდან ძალადობის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებას გამოიწვევდა“, – აცხადებს ბერბოკი.

მსგავსი თემები